ქართული ოცნების ყრილობა

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს

facebook.com/GaribashviliOfficial

ქართული ოცნების ყრილობაზე დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს. დღესვე დამტკიცდა ახალი წესდებაც, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

ყრილობაზე ღარიბაშვილმა პოლისტსაბჭოს 12 წევრი დაასახელა. პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში არიან - კახი კალაძე, ნოდარ ხადური, ირინა იმერლიშვილი, გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, თამაზ ავდალიანი, დავით საგანელიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, ირაკლი სესიაშვილი და არმაზ ახვლედიანი. ასევე თავად ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც საბჭოს უხელმძღვანელებს.

ღარიბაშვილმა სარევიზიო კომისიაც წარმოადგინა.

კომენტარები