ქართული ოცნების ყრილობა

კვირიკაშვილი: ვცდილობთ ჩიხიდან გამოვიყვანოთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მეზობელ სახელმწიფოებთან, რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობა. ჩვენ ვცდილობთ ჩიხიდან გამოვიყვანოთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ვდგამთ ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ურთიერთობები. მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს - ურთიერთობის ნორმალიზაცია ვერ მოხდება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. ეს არის ის, რაც არაფერში არასოდეს გაიცვლება.

ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ქვეყნის გამთლიანება გახლავთ. ჩვენ უნდა გავხდეთ დემოკრატიული, სტაბილური და ეკონომიკურად კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა, რომ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩვენთან ერთად ყოფნის სურვილი. მათ უნდა ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რაც დღეს გვაქვს, რაც მომავალში გვექნება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ევროპაში უვიზო მიმოსვლასაც ვგულისხმობ. სწორედ ასე, სიკეთითა და შერიგებით შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი ძმები და დები და გავამთლიანოთ საქართველო. ამას ალტერნატივა არ გააჩნია.

პრემიერმინისტრმა ეს განცხადება ქართული ოცნების ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ გააკეთა

კომენტარები