ქართული ოცნების ყრილობა

ახვლედიანი: ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის იდეალების ერთგული დარჩება

primetimenews,ge

კოალიცია ქართული ოცნების ყრილობის დაწყებამდე პარტიის პოლიტსაბჭოს მდივანმა არმაზ ახვლედიანმა თქვა, რომ ”ბიძინა ივანიშვილი დღეს მიდის პოლიტიკიდან, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება მისი იდეალების ერთგული დარჩება.”

ახვლედიანის თქმით, დღევანდელ ყრილობაზე არჩეული იქნება პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ახალი თავმჯდომარე, ასევე, ახალი პოლიტსაბჭო და ყრილობის დელეგატები მოისმენენ, როგორც ძველი პოლიტსაბჭოს, ასევე სარევიზიო კომისიის ანგარიშს.

ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილი იქნება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა. რაც შეეხება, გენერალურ მდივანს, პარტიის გენერალურ მდივნად კახი კალაძის კანდიდატურა განიხილება.

 

კომენტარები