არჩევნები 2014

დავით ნარმანია მზად არის 2014 წლის მერის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს

დავით ნარმანია
RFE/RL

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია მზად არის მონაწილეობა მიიღოს მერის არჩევნებში, რომელიც 2014 წლის შემოდგომაზე გაიმართება. კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება დედაქალაქის მერობის კანდიდატად დავით ნარმანიას წამოყენების შესახებ, გუშინ, 22 ნოემბერს, პოლიტსაბჭოს მორიგ სხდომაზე მიიღო

"ამასთან დაკავშირებით კოალიციაში იყო კონსულტაციები. კოალიციამ მიიღო გადაწყვეტილება და სადაც ქვეყნისთვის იქნება საჭირო, მზად ვარ, იქ ვიყო. შესაბამისად, მერის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ", -განაცხადა დავით ნარმანიამ.

ინფორმაცია იმის შესახებ რომ დავით ნარმანია მერობის კანდიდატი იქნება, კოალიციის პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა.

კომენტარები