უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობა

მაია კოსიანჩიჩი: პროცესის შეჩერება უკრაინისთვის წამგებიანია

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი შეჩერდა, ბრიუსელში ეხმიანებიან. ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის მაია კოსიანჩიჩის თქმით, პროცესის შეჩერება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის წამგებიანია, რადგან შეთანხმების გაფორმებას ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა შეეძლო.

"ეს იმედგაცრუებაა, იმედგაცრუება არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ უკრაინელი ხალხისათვისაც. ბოლო თვეებში, უკრაინა შორსმიმავალი რეფორმების გზას დაადგა და ჩვენ გვჯერა, რომ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ყველაზე ამბიციური შეთავაზება იყო ევროკავშირისა რომელიმე მესამე ქვეყნისათვის, გააძლიერებდა რეფორმების პროცესს. ის ასევე გაუგზავნიდა ნათელ სიგნალს ინვესტორებს და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ უკრაინა მოდერნიზაციისთვის სერიოზულადაა განწყობილი" - თქვა მაია კოსიანჩიჩმა და იმედი გამოთქვა, რომ ნოემბრის ბოლოს ვილნიუსის სამიტზე მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა იქნება შესაძლებელი.

 

კომენტარები