უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობა

უილიამ ჰეიგი: უკრაინა ევროკავშირთან დაახლოების შანსს ხელიდან უშვებს

Britain's Conservative Party foreign affairs spokesman Hague speaks to the media on his arrival for a meeting in London
Chris Helgren / REUTERS

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილება, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა განცხადება გაავრცელა.

"ეს უკრაინისთვის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. დიდი ბრიტანეთი უკრაინის ევროპულ მომავალს უჭერს მხარს და მასთან ახლო ურთიერთობას შეინარჩუნებს. ასოცირების შეთანხმება უკრაინის შანსია, ქვეყნის მოდერნიზაცია და ეკონომიკის წინსვლა უზრუნველყოს. ევროკავშირის კარი უკრაინისთვის ღია რჩება და შეთანხმებაზე ხელის მოწერა მხოლოდ მისი მთავრობის ხელშია", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის ურთიერთობა დიდი ბრიტანეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება საქართველოსა და მოლდოვის მიერ ვილნიუსის მომავალ სამიტზე ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პარაფირებას.

 

 

 

კომენტარები