კომუნიკაციების ეროვნული კომისია

GNCC-ის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად აკაკი სიხარულიძე დაინიშნა

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
www.facebook.com/pages/კომუნიკაციების-ეროვნული-კომისია/

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად აკაკი სიხარულიძე დაინიშნა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, ”მაუწყებლობის შესახებ საქრთველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, რომელიც ძალაში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე ფიცის დადების მომენტიდან შევიდა, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის ან არყოფნის ან მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას კომისიის უხუცესი წევრი ასრულებს, ამ შემთხვევაში ბატონი აკაკი სიხარულიძე.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა კომისიის უკვე ყოფილი თავმჯდომარის და წევრის, კარლო კვიტაიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გათავისუფლების შესახებ დადგენილება 2013 წლის 1 ნოემბერს მიიღო. კარლო კვიტაიშვილმა საქართველოს პარლამენტის დადგენილება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ კარლო კვიტაიშვილის სარჩელი წარმოებაში მიიღო.

კომენტარები