ხიდაშელი ნაციონალურ მოძრაობაზე

ხიდაშელი: სუპერმენი პრეზიდენტი გვყავდა და ახლა სუპერმენი პრემიერი გვყავს

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ნაციონალური მოძრაობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის შიში იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება მათ გაანადგურებს, მისთვის გასაგებია, რადგან ნაციონალური მოძრაობა მუდამ იყო დაკავებული ოპოზიციის განადგურებით.

"ის, რაც თეა წულუკიანმა თქვა ერთი წლის წინ, მოხდა. ჩვენ ისინი გავანადგურეთ პოლიტიკურად, ისინი დამთავრდნენ პოლიტიკურად. ისინი მოდიოდნენ 30 წლით. ამის ყველაზე საუკეთესო დასტურია კვირას ძალაში შესული საქართველოს კონსტიტუცია. აბსოლუტურად არანორმალური, არაადეკვატური კონსტიტუცია, რომლის მიხედვით ჯერ სუპერმენი პრეზიდენტი გვყავდა და ახლა სუპერმენი პრემიერმინისტრი გვყავს. კიდევ კარგი, შუაში ჩვენ მოვახერხეთ და რაღაც ნაწილში ცოტათი გავაუმჯობესეთ და რაღაცას დავამსგავსეთ ეს ტექსტი, თუმცა ძალიან შორს არის ის კარგისგან. ანუ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იყო სუპერმენი ერთ რანგში, მერე თავის თავს იმზადებდა სუპერმენად მეორე რანგში. რა თქმა უნდა, ჩვენ ისინი პოლიტიკურად გავანადგურეთ, რადგან დღეს მათ უწევთ ცხოვრება იმ მახინჯი კონსტიტუციით, მათთვის ყველაზე არასასურველ, ყველაზე ცუდ სიზმარ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც საკუთარი თავისთვის შექმნეს და მოირგეს", - თქვა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელმა ასევე ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ბიუჯეტის შევსებასთან დაკავშირებით არის პრობლემა და ეს არავის დაუმალავს. თუმცა მისივე თქმით, სამინისტროები დაგეგმილ ხარჯებს შეზღუდავენ და მოსახლეობაზე ორიენტირებულ სოციალურ პროგრამებზე ეს არ აისახება.

კომენტარები