ოსკარები 2014

ასღარ ფარჰადის ახალი ფილმი წარსული

ასღარ ფარჰადის ახალი ფილმის ”წარსულის” ტრეილერი გამოვიდა.

ოსკაროსანი ირანელი რეჟისორის ფილმის მოქმედება პარიზში ვითარდება. აჰმადი საფრანგეთის დედაქალაქში თავის მეუღლესთან, მარისთან ჩადის, რათა განქორწინების პროცედურა დაასრულოს. სადაც აღმოაჩენს, რომ მის, სულ მალე, ყოფილ ცოლს არაბ მამაკაცთან სამირთან აქვს ურთიერთობა. სამირი დაოჯახებული ადამიანია და მისი მეუღლე კომაშია.

 ფილმ ”წარსულს” კინოკრიტიკოსებმა უმაღლესი შეფასებები დაუწერეს და ოსკაროსანი ”განშორების” შემდეგ რეჟისორის ღირსეული დაბრუნება უწოდეს. ”წარსული” კანის კინოფესტივალზე იყო ნომინირებული და ოსკარის 2014 წლის დაჯილდოებაზე ირანის სახელით გაგზავნილი ფილმია, რომელსაც ნომინაციის მოპოვების ძალიან კარგი შანსი აქვს.

ასღარ ფარჰადის ფილმში მთავარ როლებს ბერენის ბეჟო, ტაჰარ რაჰიმი და ალი მოსაფა ასრულებენ. ბერენის ბეჟომ ამ როლისთვის, კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო. 

კომენტარები