ქალთა ციხე რუსთავში

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე: ქალთა ციხე რუსთავში აღარ იქნება

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის გიგა გიორგაძის თქმით, ქალთა ციხე კლიმატური მდგომარეობის გამო რუსთავში აღარ იქნება.

"მოგეხსენებათ, რუსთავში როგორი კლიმატური მდგომარეობაა და ბუნებრივია, ქალბატონებს უნდა შეექმნათ უკეთესი გარემო, სადაც მოიხდიან სასჯელს. აქედან გამომდინარე, ქალთა დაწესებულება რუსთავში აღარ იქნება", - თქვა გიგა გიორგაძემ. მან არ დააკონკრეტა, გადავა თუ არა ქალთა ციხე ე.წ. მატროსოვის დაწესებულებაში.

"ჩვენ გვაქვს ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტები და იმის მიხედვით, სად რა უნდა განვათავსოთ, მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აღნიშნა გიორგაძემ.

კომენტარები