რუსეთი

რუსეთში ავიაკატასტროფას 52 ადამიანი ემსხვერპლა

twitter.com/abunin

რუსეთის ქალაქ ყაზანის აეროპორტში დაშებისას სამგზავრო თვითმფრინავი Boeing-737-500 ჩამოვარდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, ბორტზე მყოფი 52 ადამიანიდან არავინ გადარჩენილა. ლაინერი ავიაკომპანია თათარსტანს ეკუთვნოდა და რეისს მოსკოვიდან ასრულებდა. შინაგან საქმეთა ადგილობრივი სამმართველოს ცნობით, ლაინერი დაშვების დროს აფეთქდა. თუმცა, რუსული სააგენტოები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ დაშვებისას, მეორე წრეზე წასვლის მცდელობისას თვითმფრინავი ფრთით მიწას შეეხო. იგივე ვერსიას ადასტურებენ რუსეთის სამოქალაქო ავიაციის უწყებაშიც.

კატასტროფის გამო აეროპორტი დაიხურა. ადგილზე მაშველები და გამომძიებლები მუშაობენ.

კომენტარები