გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია

ივანიშვილი: დასრულდა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული მმართველობის ეპოქა

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

დღეს საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატია მოვიდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ განაცხადა.

"დასრულდა ავტორიტარული რეჟიმის დრო, რომელიც დაფუძნებული იყო ძალადობასა და სიცრუეზე და დღევანდელი ინაუგურაციის შემდეგ მოვიდა ჭეშმარიტი დემოკრატია. ჩვენ გვყავს ჭეშმარიტად ევროპული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და გვეყოლება ასეთივე მთავრობა. საქართველოში დაიწყო ახალი ეპოქა და ვულოცავ ამ დღეს საქართველოს მოსახლეობას" - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები