გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია

ალასანია:აპატურაის ჩამოსვლა დასტურია, რომ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება

facebook.com/alasaniairakli

აპატურაის საქართველოში ჩამოსვლა დასტურია იმისა, რომ ჩვენ მომავალში NATO-ს წევრები გავხდებით - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ NATO-საქართველოს ურთიერთობა შეუქცევადი პროცესია, რომელსაც საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია მოყვება.

ჯეიმს აპატურაიმ კი განაცხადა, რომ საქართველოში ორი მიზნით ჩამოვიდა. მისი თქმით, ერთია პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება და მეორე, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების გაცნობა. 

კომენტარები