მიხეილ სააკაშვილმა თავის ოფიციალურ FACEBOOK გვერდზე განცხადება გაავრცელა სადაც საუბრობს 2004-2012 წლებში საქართველოს მნიშვნელოვან მიღწევებზე.
სააკაშვილი სამ მნიშვნელოვან მიღწევას გამოყოფს. პირველი არის ბოლო ცხრა წლის მანძილზე აღმშენებლობის ტემპები. მეორე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს უდიდესი რეფორმატორად აღიარება, ქვეყანად სადაც კორუფცია ყველაზე ნაკლებადაა და უსაფრთხოება ყველაზე მეტადაა დაცული. მესამე პუნქტად კი სააკაშვილი აჭარაზე, ჯავახეთსა და პანკისზე აღდგენილ სრულ კონტროლს ასახელებს.
”თუ ჩვენ ამ სამ, ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას შევინარჩუნებთ და განვავითარებთ, აუცილებლად მოვესწრებით იმას, რომ ვიცხოვრებთ მდიდარ და ერთიან საქართველოში” - წერს საქართველოს პრეზიდენტი.





