გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია

მარგველაშვილის ინაუგურაციაზე აშშ-ის დელეგაციას რაჯივ შაჰი უხელმძღვანელებს

sires.house.gov

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორი რაჯივ შაჰი, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალზე აშშ-ის დელეგაციას უხელმძღვანელებს.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით შაჰთან ერთად ცერემონიალს აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, აშშ-ის ევროპასა და აზიაში საერთაშორისო განვითარების ბიუროს ადმინისტრატორის ასისტენტი ფეიჯ ალექსანდერი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თომას მელია, პროტოკოლის უფროსი ოფიცერი აზელ რობერტსი და USAID-ის მთავარი მრჩეველი ენდრიუ სვითი დაესწრებიან.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონიალი კვირას, 17 ნოემბერს გაიმართება. 

კომენტარები