პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტმა ბოკერიასა და გუბერნატორების გადადგომის განცხადებები დააკმაყოფილა

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნისა და გუბერნატორების განცხადებები გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, გიგა ბოკერიასა და ყველა რეგიონის გუბერნატორების განცხადებები თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, უკვე ხელმოწერილია.

ცნობისთვის, უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ გადადგომის შესახებ განცხადება დღეს დაწერა. ასევე, ბოლო დღეების მანძილზე, გადადგომა ითხოვა ყველა რეგიონის გუბერნატორმა. 

კომენტარები