გუბერნატორები

მარგველაშვილი: გუბერნატორების შერჩევის საკითხში არ ჩავერევი

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ახალი გუბერნატორების შერჩევის საკითხში არ ჩაერევა. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ეს მთავრობის პრეროგატივაა.

„მთავრობას აქვს ამ საკითხის გადაწყვეტის პრეროგატივა და მე არანაირად არ ვერევი მთავრობის პრეროგატივაში. მინდა შეგახსენოთ, რომ განახლებული კონსტიტუციით პრეზიდენტი პარლამენტთან კონსულტაციით ასახელებს პრემიერმინისტრს და არა მინისტრებსა და გუბერნატორებს. თქვენ იცით, რომ პრემიერმინისტრად დასახელებულია ირაკლი ღარიბაშვილი და ესაა ჩემგან გაცხადებული. რაც შეეხება გუბერნატორებს, მე ამ საკითხში არ ვერევი, რადგან მიმაჩნია, რომ კონსტიტუციის დაცვა არის მთავარი“, - განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ყველა რეგიონის გუბერნატორმა თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით, მოქმედ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად მიმართა. სააკაშვილი პრეზიდენტის რწმუნებულების განცხადებებს დღეს დააკმაყოფილებს. 

კომენტარები