საქსტატი

ოქტომბერში საგამომცემლო საქმიანობა 20.7%-ით გაძვირდა

ცელულოზა-ქაღალდის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა, სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში 20.7%-ით გაძვირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) ავრცელებს.

ცელულოზა-ქაღალდის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა დამამუშავებელი მრეწველობის ნაწილია. საქსტატის მიხედვით, დამამუშავებელ მრეწველობაზე სექტემბერთან შედარებით ფასები 0.8%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად ამ ქვეჯგუფში ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება გაძვირდა - 23.7%. ამავე ინფორმაციით, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილებაზე ფასები 1.9%-ით შემცირდა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2013 წლის ოქტომბერში დამამუშავებელ მრეწველობაზე ფასებმა 5.1%-ით დაიკლო. 5.5%-ით გაიაფდა საკვები პროდუქტების, მათ შორის, სასმელების და თამბაქოს წარმოება, ხოლო 10.9%-ით - მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება. ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილებაზე ფასები 4%-ით, ხოლო სამთომოპოვებით მრეწველობაში - 8.3%-ით შემცირდა. 

კომენტარები