დაკავება პროსტიტუციის ბრალდებით

შსს-მ აჭარაში პროსტიტუციისათვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით 14 პირი დააკავა

შსს-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმსა და გონიოში მდებარე სასტუმროსა და კლუბის მეპატრონე/ადმინისტრატორები პროსტიტუციისათვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალებს პროსტიტუციისათვის ოთახებს სისტემატურად უთმობდნენ.

სასტუმროებსა და კლუბებში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაიკითხა.

პროსტიტუციისათვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით სულ 14 პირია დაკავებული. გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის გამოყოფის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).

კომენტარები