სასამართლო განაჩენი

ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული პირები სასამართლომ გაამართლა

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, ასევე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალეკო ხეთაგური, კორუფციის საქმეზე ბრალდებულ თელასის გენერალურ დირექტორ დევი კანდელაკთან, კახა დამენიასთან, გიორგი ნემსიწვერაძესთან და იზაბელა გუტიძესთან ერთად სასამართლომ ყველა ბრალდებაში გაამართლა.

ბრალმდებელი ამტკიცებდა, რომ ყოფილმა მაღალჩინოსნებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი აიღეს და დანაშაულის შენიღბვის მიზნით, ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით შეიმუშავეს და განახორციელეს დანაშაულებრივი სქემა. 

გამოძიების ვერსიით, 2012 წლის ივლისში, ხეთაგურის თხოვნით, ამ პირებმა ფიქტიური საწარმოს შექმნის გზით აიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი ერთი მილიონი დოლარის ოდენობით შემდეგი კომპანიებისგან: ხრამხესი 1, ხრამხესი 2, თელასი, მტკვარი-ენერგეტიკა, თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურებისთვის. 

კომენტარები