პოლიციელის დაჭრა

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

court.ge

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული კახა გულორდავა პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილ გულორდავას აღკვეთის ღონისძიებად 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გოგა ანჩაბაძე ორი დღის წინ დაჭრილი იპოვეს. ეჭვმიტანილმა კახა გულორდავამ პოლიციელს ყური მოაჭრა, სცემა, საპატრულო პოლიციის ფორმა გახადა და ადგილზე დატოვა. შემთხვევა ზუგდიდში, კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, პატრულის თანამშრომელმა გულორდავას მეუღლის გაუპატიურება სცადა.   

კომენტარები