საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ საკალათბურთო წრეებთან შეხვედრები დაასრულა

სასტუმრო რედისონში კალათბურთის ფედერაციის გამგეობა მოქმედ და ვეტერან მწვრთნელებს შეხვდა.

ოქტომბრიდან მოყოლებული, ეს იყო საკალათბურთო წრეებთან გამგეობის რიგით მე-7 შეხვედრა.

მწვრთნელებმა მათ საქმიანობაში არსებულ სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს და გამგეობას მოახლოვებულ არჩევნებაში მეტი ჩართულობა სთხოვეს

კალათბურთის ფედერაციის გამგეობა 14 ნოემბერს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას, ხოლო 19 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს შეხვდება

 

 

კომენტარები