ჯარისკაცების მოწამვლა

სერგეენკო: ჯარისკაცების მოწამვლაზე პასუხისმგებელი კვების ბლოკის თანამშრომელია

facebook.com/mohgovge

ჯარისკაცების მოწამვლის მიზეზი საკვების დამზადების პროცესში დაშვებული შეცდომა გახდა - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

"61 სამხედრო მოსამსახურეს აღენიშნა მსუბუქი მოწამვლის ნიშნები. მათ მიაკითხეს სამედიცინო პუნქტს და ერთჯერადი კონსულტაციითა და დახმარებით მოხდა ამ შემთხვევის კურირება. ამის სავარაუდო მიზეზი იყო საკვების დამზადების პროცესში დაშვებული შეცდომები, რაზეც როგორც ვიცი, პასუხისმგებლობა დაეკისრა კვების ბლოკის კონკრეტულ თანამშრომელს. ზოგადად, საკვებით მოწამვლა არ არის მხოლოდ პროდუქტის ხარისხის გამო. ეს არის მთელი მწკრივი და აუცილებელია, რომ ჰიგიენის პირობა, ანუ ხელის გადაბანა იყოს დაცული თავად მომხმარებლის მხრიდან", - განაცხადა სერგეენკომ.

ქართული კვების კომპანიის ინფორმაციით, ამ საქმეზე მოკვლევა დაწყებულია და გამოძიების პირველადი მონაცემებით იკვეთება მზარეულის დაუდევრობა საკვების მომზადებისას, რის გამოც ის კომპანიიდან უკვე დაითხოვეს. 

 

კომენტარები