უგულავა-კეზერაშვილის სასამართლო პროცესი

უგულავასა და კეზერაშვილის საქმის განხილვა პროკურატურის შუამდგომლობით გადაიდო

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. 

რიყის ტერიტორიისა და "ტელეიმედის" გასხვისების საქმეზე სასამართლოს გადადების მოტივად პროკურორმა დავით კეზერაშვილის ექსტრადიციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება დაასახელა. თუმცა, განმარტა, რომ შესაძლოა, საექსტრადიციო პერიოდი ერთი წლის განმავლობაშიც გაგრძელდეს, შესაბამისად, სასამართლო პროცესებს ვერ გადადებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მოწმეების დაკითხვა 3 დეკემბრიდან დაიწყება. 

გიგი უგულავას განცხადებით, ბრალდების მხარე ყველაფერს აკეთებს, რათა პროცესები გაჭიანურდეს და ეს, მისი თქმით, მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება. 

"პროკურატურა ცდილობს დროისა და ამ საქმის გაწელვას. განსაკუთრებით მომავალში კიდევ უფრო შეეცდება ამას, მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი ინტერესი კი ის არის, რომ პროცესი სწრაფად წავიდეს და გაირკვეს, ვინ არის მტყუანი და ვინ არის მართალი, რათა დასრულდეს ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდება", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

უგულავას თქმით, ბრალდების მხარის მიერ პროცესის გადადება იმითაცაა გამოწვეული, რომ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. 

კომენტარები