შინაგან საქმეთა სამინისტრო

22 წლის ნინო გვასალია ჩამომხრჩვალი იპოვეს

ნინო გვასალია
ნინო გვასალია / შსს

22 წლის ნინო გვასალია, რომელიც 17 ოქტომბერს გაუჩინარდა და სამართალდამცავები თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ, მუხათწყაროს ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. მომხდარის შესახებ გვასალიას ოჯახს უკვე აცნობეს. როგორც დედამ, ლალი ცინცაძემ გაუჩინარების შემდეგ განაცხადა, გოგონამ თვითმკვლელობის სურვილი უმცროს ძმას გაუმხილა.

"წინა დღით უმცროსი ძმისთვის უთქვამს, ყველაფრით დავიღალე და თავი უნდა მოვიკლა, ოღონდ ისე, რომ ვერავინ მნახოსო. იმდენად სისულელედ მიიჩნია ბავშვმა დის ნათქვამი, რომ ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალა ამ თემაზე რეაგირება და ჩემთვისაც არაფერი უთქვამს მაშინვე", - განაცხადა ლალი ცინცაძემ.

შსს მთელი ამ დროის განმავლობაში გოგონას უშედეგოდ ეძებდა, მიმდინარეობდა როგორც სახმელეთო, ისე წყალქვეშა საძიებო სამუშაოები. შსს-მ გოგონას ფოტოც გაავრცელა.

კომენტარები