ოთარ ფარცხალაძე

სუბარი: ფარცხალაძეს არ ვიცნობ, მაგრამ ღარიბაშვილს ვენდობი

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მთავარი პროკურორობის კანდიდატს ოთარ ფარცხალაძეს არ იცნობს.თუმცა,  სუბარის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრა და მომავალმა პრემიერმა ფარცხალაძე ძალიან დადებითად დაახასიათა.

"გუშინ მქონდა საუბარი, ღარიბაშვილი ფარცხალაძეს ახასიათებს უაღრესად დადებითად. ძალიან კარგად იცნობს. ახასიათებს, როგორც ძალიან აქტიურ, კეთილსინდისიერ და პროფესიონალ ადამიანს. შესაბამისად, მე ახალი პრემიერის მიმართ ნდობა ძალიან მაღალი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი თავის მოვალეობას კარგად შეასრულებს", - განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება ორი დღის წინ გააკეთა. მომავალი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კბილაშვილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ოთარ ფარცხალაძე შეცვლის. 

კომენტარები