უკრაინა

"Royal Dutch Shell"-ი უკრაინაში თხევადი გაზის მოპოვებას დაიწყებს

en.ria.ru

Royal Dutch Shell-მა უკრაინის მთავრობასთან შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც იუზივსკას საბადოზე 2014 წლიდან, თხევადი გაზის მოპოვებას დაიწყებს. Shell-ი მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს გაზის მოპოვებას, რაც 15 ჭაბურღილის მეშვეობის პირველად გამოკვლევებს დაასრულებს. იუიზივსკას საბადო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია განლაგებული. ამასთანავე, კომპანიამ უკვე დაასრულა პირველი ჭაბურღილის ბურღვა ხარკოვის რეგიონში. შემდეგი წლისათვის კიდევ ორი ჭაბურღილის აშენება იგეგმება. 

მთავრობამ Chevron-ის კორპორაციასთან გაზის მოპოვებასთან და მარაგის განაწილებასთან დაკავშირებით შეთანხმება დადო. ასევე იგეგმება Exxon Mobil Corp-თან მოლაპარაკებები, რომლებიც საშუალებას მიცემენ კომპანიას შავი ზღვის სანაპიროს შესწავლა დაიწყოს. 

უკრაინა, რომელიც რუსეთიდან გაზის იმპორტზეა დამოკიდებული, ცდილობს საკუთარი რესურსების განვითარებას. ქვეყანა შესაძლოა 1.2 ტრილიონ კუბურ მეტრ გაზის მარაგს ფლობდეს, რაც ევროპაში მას მესამე ადგილზე აყენებს. 

 

კომენტარები