თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკის ბინადარმა თეთრმა ვეფხვმა კამერონმა 3 ბოკვერი გააჩინა

დღეს დილით, თბილისის ზოოპარკის ბინადარმა თეთრმა ვეფხვმა კამერონმა 3 ბოკვერი გააჩინა.

ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალდაბადებული ბოკვერები და დედა ვეფხვი თავს კარგად გრძნობენ.

ზოოპარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კამერონი გამოცდილი დედაა და პატარების აღზრდას თავს აუცილებლად კარგად გაართმევს.

ახალშობილი ვეფხვებისთვის სახელები ჯერ არ შეურჩევიათ.

კომენტარები