საპროტესტო აქცია თურქეთში

ანკარაში სტუდენტების აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა

presstv.ir

ანკარაში სტუდენტების აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე კი, დააკავა.

სტუდენტები უმაღლესი საგანმანათლებლო საბჭოს მიმართ პროტესტს გამოთქვამდნენ. მდგომარეობა მას შემდეგ გამძაფრდა, რაც თურქეთის პრემიერმინისტრმა ერდოღანმა ახალი საგანმანათლებლო რეგულაციის შესახებ განცხადება გააკეთა. რეგულაციის მიხედვით, მამრობითი და მდედრობითი სქესის სტუდენტების საერთო საცხოვრებელი ცალ-ცალკე იქნება.

კომენტარები