გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია

ალიევის პრესსამსახური: მარგველაშვილის ინაუგურაციაზე მიწვევა არ მიგვიღია

ka.wikipedia.org

აზერბაიჯანული სააგენტო Vzglyad.az-ის ცნობით, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ან სხვა ოფიციალური პირების სახელზე მოწვევა ამ დრომდე არ მისულა. ამის შესახებ სააგენტოს ილჰამ ალიევის პრესსამსახურში აცნობეს.

Vzglyad.az-ის ჟურნალისტები საკითში გასარკვევად აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდნენ. უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ელმან აბდულაევმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრების მიწვევა, არც მათთან მისულა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, ოფიციალურმა საქართველომ უკვე გაუგზავნა მოწვევა ოფიციალურ აზერბაიჯანს, წერს Vzglyad.az

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები