სატელეფონო მოსმენები

ჯეოსელი: მოსმენებზე კანონის ცვლილების ინიციატივით მთავრობას მივმართეთ

 

კომპანია ჯეოსელის განცხადებით,  21,000 აბონენტიდან, რომლის მოსმენის საშუალებაც ხელისუფლებას გააჩნია, მხოლოდ მესამედია ჯეოსელის ქსელში ჩართული. კომპანიის თქმით, თელიასონერას და მისი ადგილობრივი წარმომადგენლის ჯეოსელის უმთავრეს ფასეულობას წარმოადგენს ადამიანთა უფლებების, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა. 

მათივე თქმით, კომპანიამ მთავრობას მიმართა და გახდა კანონის ცვლილების ინიციატორი, რომ მომხდარიყო სასამართლოს დადგენილების გარეშე შესაბამისი სამსახურების მიერ ქსელთან პირდაპირ წვდომის აკრძალვა. ჯეოსელის თქმით, შეიქმნა კომიტეტი, რომელიც მოსმენების შესახებ კანონის ცვლილებაზე მუშაობს.

ჯეოსელი გამოეხმაურა შვედური მობილური კავშირი ერიქსონის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა, შესაძლოა, საკუთარი მოქალაქეების უკანონო მოსმენებისთვის ამ შვედური სატელეკომუნიკაციო გიგანტის ტექნოლოგიას იყენებდეს. როგორც შვედურ კომპანიაში France Press-ს განუცხადეს, ტექნოლოგია, რომელიც თავდაპირველად კრიმინალების მოსასმენად შეიქმნა, სტანდარტულია და ერიქსონმა ის ქსელურ აღჭურვილობასთან ერთად ქართულ სატელეკომუნიკაციო პროვაიდერ ჯეოსელს 2005 წელს მიჰყიდა. 

კომენტარები