2014 წლის ბიუჯეტი

ხადური: ბიუჯეტი მხოლოდ სოციალური დოკუმენტი არ არის

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

 საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ მთავრობამ პენსიებთან და საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირება შეასრულა. მისი თქმით, პენსიები 2013 წელს გაიზარდა და დღეს არსებულ საარსებო მინიმუმს გადააჭარბა, თვითონ საარსებო მინიმუმი კი მოგვიანებით გადაანგარიშდება.

"არავისზე ნაკლებად არ ვიცი რა პრობლემები აქვთ იგივე ხანშიშესულ ადამიანებს. მაგრამ ყველაფერს აქვს ორი მხარე და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ გაუარესდეს მაკროეკონომიკური მხარე. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უზრუნველვყოფთ  იმას, რომ პენსიებიც გაიზრდება, სოციალური გასაცემლებიც გაიზრდება, მაგრამ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიუჯეტი არის არა მხოლოდ სოციალური დოკუმენტი", - აღნიშნა ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობა მთავრობას დაპირების შეუსრულებლობის და 2014 წლის ბიუჯეტში პენსიების ზრდის გაუთვალისწინებლობის გამო აკრიტიკებდა.

კომენტარები