საქსტატი

2013 წლის 9 თვის მანძილზე მშპ 1.7%-ით გაიზარდა

2013 წლის სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 1.7%-ით გაიზარდა. წინასწარ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) თავის ვებგვერდზე აქვეყნებს.

როგორც საქსტატის მონაცემები აჩვენებს, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის სექტემბერთან შედარებით, 1.2%-ით არის შემცირებული. შემცირებულია იმპორტის მაჩვენებელიც. წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა, თუმცა 2013 წლის ივლისიდან მოყოლებული ექსპორტის მოცულობა ყოველთვიურად იკლებს.

საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის მესამე კვარტალში მშპ 1.3%-ით, ხოლო 2013 წლის პირველი 9 თვის მანძილზე - 1.7%-ით გაიზარდა.

კომენტარები