რუსულმა ჰოსტინგ კომპანია PeterHost-მა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ვებგვერდი patriarchate.ge გათიშა. ვებგვერდის გათიშვის მიზეზი სამიდან ერთ-ერთია: 1. ანგარიშის მფლობელის მიერ მომსახურების შეწყვეტა; 2. ჰოსტინგის სერვისის საფასურის გადაუხდელობა; 3. მომხმარებელთა მიერ ჰოსტინგის წესების დარღვევა.
ტაბულა საპატრიარქოს ვებგვერდის გათიშვის მიზეზის დასადგენად დაუკავშირდა პატრიარქის პრესმდივან დეკანოზ დავით შარაშენიძეს, თუმცა, როგორც მან განგვიცხადა, საზღვარგარეთ იმყოფება და პრობლემას არ იცნობს. საქართველოს საპატრიარქოსთან ტელეფონზე დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.





