რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას თქმით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სარეზერვო ფონდი ამოწურა და ახლა მხოლოდ 5000 ლარია დარჩენილი.
“პრეზიდენტი რომ თავის სარეზერვო ფონდს ბოლომდე ამოწურავდა ეჭვი არავის ეპარებოდა. მან იცოდა, რომ 27 ოქტომბრის მერე ვერ გააგრძელებდა უფლებამოსილებას, ამიტომ მან, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, დახარჯა ძალიან ბევრი ფული, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსები. ჩემი ინფორმაციით, მან ძალიან ბევრი ფული გამოიყენა და ბევრი იარა ბიუჯეტის ხარჯზე. ამიტომ სხვა რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა, არც იყო მოსალოდნელი”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





