არჩევნები 2013

რასმუსენმა და აპატურაიმ საქართველოს წარმატებული არჩევნები მიულოცეს

facebook.com/andersfoghrasmussen

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები მიულოცა.

”ვულოცავ ქართველ ხალხს გამჭვირვალე და მშვიდობიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, სადაც დაცული იყო თავისუფალი გამოხატვის ფუნდამენტური უფლება. ამ არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის მორიგი ტესტი ჩააბარა და ევროატლანტიკური სტანდარტებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, განაგრძონ ერთად მუშაობა და განახორციელონ საქართველოში მნიშვნელოვანი და აუცილებელი რეფორმები”, - განაცხადა რასმუსენმა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ახალ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს გამარჯვება მიულოცა და მასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

”მე ვულოცავ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას, ვუსურვებ წარმატებას და მზად ვარ მასთან ერთად მუშაობისთვის. საქართველო NATO-ს ახლო და ნდობით აღჭურვილი პარტნიორია. ჩვენ ახალ პრეზიდენტთან განვაგრძობთ მუშაობას, რათა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოხდეს და საქართველო-NATO-ს ურთიერთობა უფრო გაძლიერდეს”, - დასძინა რასმუსენმა.

საქართველოს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ჯეიმს აპატურაიმაც მიულოცა.

 

კომენტარები