არჩევნები 2013

ცესკოს მონაცემებით, ავღანეთში, საარჩევნო უბან ერედვზე დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ავღანეთში საარჩევნო უბან ერედვზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით,  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა. ხმების დათვლის შედეგების მიხედვით, აღნიშნულ უბანზე ბაქრაძემ 318 ხმა მოიპოვა, გიორგი მარგველაშვილმა - 285, შალვა ნათელაშვილმა - 25, ნინო ბურჯანაძემ - 14, დანარჩენმა კანდიდატებმა კი კიდევ უფრო ნაკლები ხმები მიიღეს. ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლას განაგრძობს. კომისიამ უნდა დათვალოს ავღანეთის საარჩევნო უბან ლეზერნეკზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგები. 

კომენტარები