ასე არჩევნები ტარდება ევროპის ყველაზე წარმატებულ ქვეყნებში და თავისუფალი არჩევნები ქართული ოცნების ერთ-ერთი დაპირება იყო - ასე აფასებს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს.
"ასე არჩევნები ტარდება ევროპის ყველაზე წარმატებულ ქვეყნებში. ვულოცავ ამას სრულიად საქართველოს. ეს იყო ქართველი ხალხის გამარჯვება. თავისუფალი არჩევნები ქართული ოცნების ერთ-ერთი დაპირება იყო და ბიძინა ივანიშვილმა ისიც შეასრულა. შედეგები უკვე გამოიკვეთა და მე მგონი ყველამ კარგად ვიცით, თუ ვინაა გამარჯვებული. გიორგი მარგველაშვილი ღირსეული კანდიდატია და მას გამარჯვებას ვულოცავ" - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





