არჩევნები 2013

ალასანია: გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებაში ყველა დარწმუნებული იყო

facebook.com/alasaniairakli

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას შეფასებით, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც დაიცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საგარეო და შიდაპოლიტიკურ არენაზე. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს ეგზითპოლების გაცნობის შემდეგ განუცხადა, მარგველაშვილის გამარჯვებაში ყველა დარწმუნებული იყო.

"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მთავრობამ შეასრულა მთავარი სახელმწიფოებრივი ამოცანა და საქართველოში ჩატარდა თავისუფალი არჩევნები. მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო ეს, ყველა დარწმუნებული იყო გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებაში. საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც მთელი თავისი მოღვაწეობის პეტრიოდში დაიცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს როგორც საგარეო, ასევე შიდაპოლიტიკურ არენაზე", - თქვა ირაკლი ალასანიამ. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით, გერმანული კომპანია GFK-ს ჩატარებული ეგზითპოლის მონაცემებით,  გიორგი მარგველაშვილს ხმების 66.7% აქვს, დავით ბაქრაძეს 20.2%, ნინო ბურჯანაძეს 7.5%.  ტელეკომპანია იმედის დაკვეთით, კომპანია ACT ჯგუფის მიერ ჩატარებული ეგზითპოლების მიხედვით კი, საპრეზიდენტო არჩევნებზე  გიორგი მარგველაშვილმა ხმების 68,0%  მოიპოვა, დავით ბაქრაძემ 17,1%, ხოლო ნინო ბურჯანაძემ - 9,9%.

კომენტარები