არჩევნები 2013

ვეფხვაძე: პრემიერმინისტრს მეტი პატივისცემა მართებს კანონის მიმართ

smo.ge

საარჩევნო უბნებზე ზოგადი არაორგანიზებულობა ქმნის საფრთხეს საარჩევნო პროცესების ნორმალურად წარმართვისთვის. ამის შესახებ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან ვეფხვაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვეფხვაძის თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრს მეტი პასუხისმგებლობა მართებს და მეტი პატივისცემა კანონის მიმართ, როცა პირადპირ ეთერში აწარმოებს აგიტაციას. მისივე თქმით, აქტივობის მაჩვენებელი არ იძლევა პრემიერისა და საარჩევნო შტაბის ენთუზიაზმის გაზიარების შესაძლებლობას, თითქოს უპრეცედენტო აქტივობა იყოს.

"ჩვენი შეშფოთების საგანს სწორედ ეს ფაქტი წარმოადგენს, ხომ არ აპირებს ვინმე რამეს, რომ დღის ბოლოს ფურცლებზე დაფიქსირდეს ეს დაანონსებული აქტივობა. ასევე გვაქვს საარჩევნო უბნებზე დარღვევების კონკრეტული მაგალითებიც. მაგალითად, წერეთელზე 26-ე საარჩევნო უბანზე მივიდა ამომრჩეველი და მისი გვარის გასწვრივ ხელი მოწერილი იყო და ხმა მიცემული. ასევე ჩოხატაურში მე-8 საარჩევნო უბანზე ქალბატონმა სიაში გარდაცვლილი სიდედრი აღმოაჩინა", - განაცხადა ვეფხვაძემ. 

კომენტარები