ბურჯანაძეს მოუწევს იმის მტკიცება, თუ რატომ წააგო ასე არჩევნები. ამის შესახებ დავით საგანელიძემ ქართული ოცნების გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ნინო ბურჯანაძე დიდი ხანია ელოდება მეორე ტურს. მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე საათში მას ეს მოლოდინი აღარ ექნება. ნინო ბურჯანაძეს დღეს მოუწევს მტკიცება, თუ რატომ წააგო ასე არჩევნები და რატომ აქვს ასეთი დაბალი მხარდაჭერა. ეს ალბათ წარსულში მისი განცხადებების ბრალია", - აღნიშნა საგანელიძემ.





