არჩევნები 2013

საგანელიძე: ნაციონალური მოძრაობის განცხადებები არავის აინტერესებს

დავით საგანელიძე
primerinfo.ge

ნაციონალური მოძრაობის განცხადებები საქართველოს მოსახლეობას დიდი ხანია არ აინტერესებს. ამის შესახებ დავით საგანელიძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა. ვაშაძის თქმით, ზესტაფონში ამომრჩევლების მოსყიდვა მოხდა და ამის დამამტკიცებელი ვიდეომასალაც არსებობს.

"არ ვიცი ამ წუთებში რას აცხადებს ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ 9 წლის განმავლობაში რასაც აცხადებდნენ, სწორედ იმის გამო არის, რომ ეძებს მიზეზს წაგების გამართლებისთვის", - განაცხადა საგანელიძემ. 

კომენტარები