არჩევანი გავაკეთე ისეთი როგორიც ჩვენს შვილებს სჭირდებათ. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
"არჩევანი გავაკეთე ისეთი, როგორ ქვეყანაშიც მინდა ჩემი ორი შვილი და მესამეს ველოდები, იზრდებოდნენ", - აღნიშნა საგანელიძემ. მისივე თქმით, "მინდა ყველას ვუსურვო ის გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს ქართველი ხალხი მიიღებს, ქვეყნისთვის ძალიან წარმატებული იყოს".
დეპუტატმა ხმა დღეს ვაკეში მე-17 საარჩევნო უბანზე მისცა.





