არჩევნები 2013

ბოკერია: ხმა მივეცი მას, ვისაც ქვეყნის სამსახურში ყოფნის დიდი გამოცდილება აქვს

Giga Bokeria
Tabula

ხმა უკვე მისცა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, არჩევანის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ბოკერია აცხადებს, რომ მისი პირადი შთაბეჭდილებით აქტივობა არჩევნებზე, წინა არჩევნებთან შედარებით დაბალია. 

"არ მინდა რამით სპეკულირება, ჩემი პირადი შთაბეჭდილებაა, რომ წინა არჩევნებზე აქტივობა, ამ მომენტისთვის, მე დაახლოებით ამავე დროს ვიყავი, უფრო მაღალი იყო. მაგრამ ჩემი შთაბეჭდილებით არ შეიძლება ამის განსაზღვრა ნამდვილად. მე მივეცი ხმა კანდიდატს, ადამიანს, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება ქვეყნის სამსახურში ყოფნის, რომელსაც აქვს ცოდნა და კვალიფიკაცია, აქვს რთულ პერიოდში საქართველოს ინტერესების დაცვის საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვის და ვისაც აქვს მკაფიო ეკონომიკური პროგრამა და ხედვა." - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები