არჩევნები 2013

წულუკიანი: ხმა მივეცი ქვეყნის შიგნით და გარეთ უსაფრთხოების გამყარებას

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დარწმუნებულია, რომ დღეს გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს. ამის შესახებ, როგორც საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი იტყობინება, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანში ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა. 

"მე ხმა მივეცი ქვეყნის წინსვლას, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ეროვნული უსაფრთხოების გამყარებას და შესაბამისად, ხმა მივეცი გიორგი მარგველაშვილს", - განაცხადა თეა წულუკიანმა: 
"მჯერა, რომ აქტივობა იქნება მაღალი და ყველა მივიღებთ მონაწილეობას იმ ისტორიულ ფაქტში, რომელსაც ჰქვია წინამორბედი პრეზიდენტის მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით შეცვლა, რაც არ მომხდარა საქართველოში დამოუკიდებლობის შემდეგ". 

კომენტარები