არჩევნები 2013

ალასანია: ასეთი სუფთა და თავისუფალი არჩევნები საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა არჩევანი ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის 30-ე უბანზე დააფიქსირა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, არჩევნები დემოკრატიულად ტარდება და ხმა საქართველოს წინსვლას, უკეთეს მომავალსა და გაერთიანებას მისცა

"ეს არის ისტორიული არჩევნები. ასეთი სუფთა და თავისუფალი არჩევნები უკვე ეტყობა, რომ საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა და გვეამაყება ყველას. ჩემი არჩევანი ქვეყნის მომავლისკენ, პროგრესისკენ და დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები ისეთ პრეზიდენტს აირჩევენ, ვინც იქნება სავსე პასუხისმგებლობით და ქვეყნის ღირსებას და ინტერესებს დააყენებს მთავარ ქვახუთხედად," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები