არჩევნები 2013

ნორლანდი: იმედია პროცესი მშვიდად, გამჭვირვალედ და სამართლიანად წარიმართება

აშშ-ის საელჩო საქართველოში

ამერიკის, ბრიტანეთისა და ნიდერლანდების ელჩები თბილისის 31-ე საარჩევნო უბანზე არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდნენ და კომისიის თავმჯდომარეს გაესაუბრნენ. აშშ-ს ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, დღევანდელ არჩევნებს შეუძლია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს.

"უკვე ტრადიციად გვაქვს, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოები არჩევნებს ერთობლივად ვაკვირდებით. ახლაც ჩემს კოლეგებთან ერთად ვიმყოფებით აღნიშნულ უბანზე, სადაც დავაკვირდით პროცესს. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ეს გახლავთ ის დღე, რომელსაც შეუძლია თავის წვლილი შეიტანოს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის საქმეში. ჩვენ ვაკვირდებით, თუ როგორ არის ორგანიზებული საარჩევნო პროცესი უბნებზე. ჩანს, ამ შემთხვევაში პროცესი ძალიან კარგად არის ორგანიზებული. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ პროცესი წარიმართება მშვიდად, გამჭვირვალედ, თავისუფლად და სამართლიანად"- გაანაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

ელჩები არჩევნებზე დაკვირვებას განაგრძობენ.

კომენტარები