ფანჯიკიძის განცხადება ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

მაია ფანჯიკიძე ევროპარლამენტის რეზოლუციას მიესალმება

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროპარლამენტის რეზოლუციას მიესალმება. მისი განცხადებით, რეზოლუცია ჯამში დადებითად შეიძლება შეფასდეს.

"მისასალმებელია, რომ ვილნიუსის სამიტის წინ ასეთი რეზოლუცია კეთდება. ეს ნიშნავს, რომ ევროპის ყველა სტრუქტურა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ვილნიუსის სამიტზე ჩვენ ველოდებით შეთანხმების ტექსტის პარაფირებას, რაც იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპაში ინტეგრაციის გზაზე, ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ყველა სტრუქტურის მხარდაჭერა და ევროპარლამენტი არის ერთ-ერთი მათგანი", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

 

კომენტარები