ბურჯანაძის შეხვედრა არასამთავრობოებთან

ბურჯანაძე: რეფორმის ნაცვლად, ქართულმა ოცნებამ მოსამართლეებს ხელფასი მოუმატა

ნინო ბურჯანაძე
primerinfo.com

დემოკრატიული მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ბურჯანაძის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ქართულ ოცნებას სასამართლო რეფორმა განეხორციელებინა, მოსამართლეებს ხელფასები მოუმატა.

"მე მაქვს ჩემი ნათელი ხედვა, რომ აუცილებელია მოქმედი სასამართლოს რეფორმირება და ჩვენდა გასაოცრად, იმის ნაცვლად, რომ ქართულ ოცნებას რეფორმა განეხორციელებინა, ხელფასები მოუმატეს იმ მოსამართლეებს, რომელთაც პოლიტიკური დაკვეთები აქვთ შესრულებული და რომელთა წყალობით ათასობით უკანონო და პოლიტიკური პატიმარი გვყავდა", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, მოსამართლეების შერჩევა სწორ კრიტერიუმებს უკავშირდებოდეს. ასევე მნიშვნელოვანია, დაცვისა და ბრალდების მხარეებს ჰქონდეთ თანაბარი უფლებები, ამავდროულად, დაზარალებულის უფლებები ყოველთვის დაცული იყოს.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათთვის საინტერესოა საპრეზიდენტო კანდიდატების მოსმენა და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მათი ხედვის გაცნობა.

კომენტარები