კალათბურთის ფედერაცია

ლიპარტელიანი: მიშა ახვლედიანის ლაპარაკიდან 90% სიცრუეა

კალათბურთის ფედერაციის გამგეობის შეხვედრა რუსთავში
gbf.ge

ქალაქ რუსთავში, კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები აღმოსავლეთ საქართველოს საკალათბურთო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ქართულ კალათბურთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს, გამოითქვა მოსაზრებები ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის უფლების მქონე სუბიექტებთან დაკავშირებით.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა სპორტტაიმში ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველ მიხეილ ახვლედიანის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. ახვლედიანის განაცხადა, რომ კალათბურთის ფედერაციის ამჟამინდელი წესდება ფიბას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ლიპარტელიანის თქმით, ახვლედიანის საუბრიდან 90% სიცრუეა და არ შეესაბამება რეალობას. 

"მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ გადაცემას, სადაც მიშა ახვლედიანმა ფედერაციის მიმართ აბსურდული ბრალდებები გამოთქვა. სამწუხაროდ, მას შემდეგ რაც 25 წლის წინ ის ბოლოს იყო შემოსული საკალათბურთო დარბაზში, რაც იყო ის დარჩენილა. ახვლედიანმა 90% სიცრუე ილაპარაკა," - განაცხადა ბესიკ ლიპარტელიანმა.

შემდეგ შეხვედრას კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები  4 ნოემბერს, თბილისის საკალათბურთო კლუბებთან და ბავშვთა საკალათბურთო სკოლებთან გამართავენ.

კომენტარები